რედოვრე
Jump to navigation
Jump to search
ქალაქი | ||
---|---|---|
რედოვრე დან. Rødovre | ||
![]() ქალაქის მერია | ||
ქვეყანა |
![]() | |
რეგიონი | დედაქალაქის ოლქი | |
კოორდინატები | 55°40′35″ ჩ. გ. 12°27′18″ ა. გ. / 55.67639° ჩ. გ. 12.45500° ა. გ. | |
ფართობი | 12,12 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | |
მოსახლეობა | 36 228 კაცი (2009) | |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | |
საფოსტო ინდექსი | 2610 | |
ოფიციალური საიტი | rk.dk | |
| ||
რედოვრე (დან. Rødovre) — ქალაქი დანიაში, დედაქალაქის ოლქში, რედოვრეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მიეკუთვნება კოპენჰაგენის მეტროპოლიურ არეალს. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 36 228 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი ძირითადად მოიცავს საგარეუბნო სახლებსა (სამხრეთით) და მსუბუქი მრეწველობის არეალებს (ჩრდილოეთით). გამოირჩევა მრავალი პატარა გამწვანებული ტერიტორიით. ფუნქციონირებს ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლა.
რედოვრე ფაქტობრივად კოპენჰაგენის ცენტრალურ-დასავლეთი გარეუბანია; აღმოსავლეთით ესაზღვრება ფრედერიკსბერგი, დასავლეთით გლოსტრუპი, ჩრდილოეთით ერლევი, სამხრეთით კი ბრენბი და ვიდოვრე.
დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად რედოვრე 1901 წელს ჩამოყალიბდა.