შინაარსზე გადასვლა

რეგულარული თანამგზავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარე წარმოადგენს დედამიწის რეგულარულ თანამგზავრს, მაგრამ აქვს ორბიტის შედარებით დიდი ექსცენტრისიტეტი

რეგულარული თანამგზავრი (ინგლ. Regular moon) — პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი, რომლის ორბიტაც შედარებით ახლოს მდებარეობს პლანეტიდან. ასეთ თანამგზავრების ორბიტებს აქვთ შედარებით მცირე დახრა, მცირე ექსცენტისიტეტი და არ მოძრაობენ საწინააღმდეგო მიმართულებით. ითვლება, რომ ისინი არარეგულარული თანამგზავრებისაგან განსხვავებით პლანეტის გრავიტაციის მიერ კი არ იქნენ დაჭერილები, არამედ ფორმირდნენ პლანეტის გვერდით[1].

მზის სისტემაში მოითვლება მინიმუმ 57 რეგულარული თანამგზავრი: მთვარე, იუპიტერის 8 თანამგზავრი, სატურნის 23 თანამგზავრი, ურანის 18 თანამგზავრი და ნეპტუნის 7 თანამგზავრი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. David Jewitt. Irregular vs Regular Satellites Definition. UCLA. ციტირების თარიღი: 2015-05-02.