რბოლა (2013 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„რბოლა“

ბრიტანული კინოპოსტერი
ჟანრი სპორტული დრამა
დამდგმელი რეჟისორი რონ ჰოვარდი
პროდიუსერი ენდრუ იტონი, ერიკ ფელნერი, ბრაიან ოლივერი, პიტერ მორგანი, ბრაიან გრეიზერი, რონ ჰოვარდი
სცენარის ავტორი პიტერ მორგანი
როლებში კრის ჰემსუორთი
დანიელ ბრიული
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ოპერატორი ენტონი დოდ მენტლი
მონტაჟი დენიელ ჰენლი, მაიკ ჰილი
სტუდია Exclusive Media, Revolution Films, Working Title Films, Imagine Entertainment, Cross Creek Pictures
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 13 სექტემბერი, 2013
ხანგრძლივობა 120 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, გერმანია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $38 მლნ
შემოსავალი $90,2

რბოლა (ინგლ. Rush) — 2013 წლის ბრიტანულ-გერმანული მხატვრული ფილმი ფორმულა 1-ს ავტომრბოლელების ნიკი ლაუდასა და ჯეიმზ ჰანტის შესახებ. ფილმი ასახავს მათ საჩემპიონო დაპირისპირებას 1976 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1976 წელს ფორმულა 1-ის რბოლებში ერთმანეთს ორი მრბოლელი, ინგლისელი პლეიბოი, ქალების მუსუსი ჯეიმზ ჰანტი და დისციპლინირებული პერფექციონისტი ავსტრიელი ნიკი ლაუდა დაუპირისპირდა. მათი დაპირისპირება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ამტანობას მოითხოვს. ლაუდა ტრასაზე არ გადის, თუ დაშავების რისკი 20%-ზე მეტია, მაგრამ ჰანტთან დაძაბული ორთაბრძოლა აიძულებს გადახედოს საკუთარ შეხედულებებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]