რბილტყავიანი კუები
იერსახე
რბილტყავიანი კუები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Trionyx triunguis | |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Trionychidae | |||||||||
|
რბილტყავიანი კუები (ლათ. Trionychoidea) — მტკნარი წყლის კუთა რიგი. მათი გაბრტყელებული სხეული და ფარი დაფარულია რბილი ტყავით. თავი ბოლოვდება ხორთუმით, რომლის წვეროზე ნესტოებია განლაგებული. თათებზე აპკია გაჭიმული დამატებითი სუნთქვის ორგანო — ხახის ლორწოვანი გარსის გამონაზარდები, რაც საშუალებას აძლევს დიდხანს დარჩნენ წყლის ქვეშ. ძალზე მოძრავი მტაცებლები არიან. იკვებებიან ძირითადად თევზებითა და მოლუსკებით. მრავლდებიან ხმელეთზე. რიგში 2 ოჯახის 23 სახეობაა. გავრცელებული არიან აზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. რბილტყავიანი კუები რამდენიმე ათეულ კვერცხს დებენ. რბილტყავიანი კუები მეტად ავები არიან და მწარედ იკბინებიან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 316.