რაფ-2203

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
РАФ-2203 ლატვია
მწარმოებელი ქარხანა Rīgas Autobusu Fabrika (RAF)
სრული წონა, 1670 კგ ტ
ავტობუსის კლასი მიკროავტობუსი
გაბარიტები
სიგრძე 4980 მმ
სიგანე 2035 მმ
სიმაღლე სახურავის მიხედვით 1970 მმ
სალონი
კარების რაოდენობა მგზავრებისთვის 4

РАФ-2203 ლატვია — სერიულად გამოშვებული მიკროავტობუსი, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა სამარშრუტო ტაქსად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

РАФ-2203 შეიქმნა რიგაში, ახლად აშენებულ ქარხანაში, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოშვებული РАФ-977 მოდელის მიკროავტობუსები. მისი სერიული წარმოება მიმდინარეობდა 1976–1997 წლების შუალედში და სულ დაგეგმილი იყო 17 000 მიკროავტობუსის გამოშვება, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. РАФ-2203-ს ჰქონდა 11 დასაჯდომი ადგილი, შიდა დეტალები სრულად იყო გადმოტანილი „ვოლგის“ ГАЗ-24 მოდელიდან, ხოლო კარი, მისი წინამორბედის — РАФ-977ДМ-ის მსგავსად 4 ჰქონდა: ერთი მძღოლის, ორი მგზავრებისთვის და ერთიც საბარგულთან.

სულ მალე გამოვიდა მისი ახალი მოდიფიკაცია გაზრდილი კომფორტით, ჰქონდა რვა დასაჯდომი ადგილი და იყო ლუქსის კლასის. იგი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ სახის ვარიანტი ძალიან მცირე ოდენობით გამოვიდა. 1987 წელს კი მოდერნიზაციის შედეგად დაუყენეს ГАЗ-24-10-ის ახალი ძრავა ЗМЗ-402 და ახალი მუხრუჭები. აღნიშნულ მოდიფიკაციას ეწოდა РАФ-22038.

უარყოფითი მხარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

РАФ-2203-ს აქვს ბევრი ტექნიკური პრობლემა, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სამია: 1. არაკომფორტულია, ვინაიდან მისი ძრავა ახლოსაა განთავსებული სამგზავრო სივრცესთან, ამასთან ვერ ერევა ავტომობილის სიმძიმეს და მეტად ხმაურობს. 2. არ უვარგა საჭე. 3. უჭირს სველ გზებზე მოძრაობა, რაც ხშირად ავარიის მიზეზიც ხდება.

მოდიფიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • РАФ-22038 — მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც ჰქონდა ГАЗ-24-10-ის ახალი ძრავა ЗМЗ-402
  • РАФ-2203 ლიუქსი — ეს მოდელი იყო მეტად კომფორტული, ასევე გააჩნდა 8 დასაჯდომი ადგილი და გათვლილი იყო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
  • РАФ-2203 სასწრაფო — გადაკეთებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანად, რომელსაც დღემდე იყენებენ
  • РАФ-2203 პოლიციის — განკუთვნილი იყო პოლიციის ქვედანაყოფებისთვის
  • РАФ-2203 სამხედრო — განკუთვნილი იყო სამხედროებითვის

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: