რაფ-977
| რაფ-977 | |
|---|---|
|
| |
| მიმოხილვა | |
| მწარმოებელი | რიგის საავტომობილო ქარხანა |
| წარმოება | 1958-1976 |
| აწყობა |
რიგის საავტომობილო ქარხანა, ელგავა, ლატვია ერევნის საავტომობილო ქარხანა, ერევანი, სომხეთი |
| ძარა და შასი | |
| ძალური აგრეგატი | |
| ძრავა | ЗМЗ-21 / 21А |
| დაკიდება | |
| ზომები | |
| სიგრძე | 4,9 |
| სიგანე | 1,815 |
| სიმაღლე | 2,110 |
| წონა | 2710 |
| ქრონოლოგია | |
რაფ-977 — 10-მგზავრიანი მიკროავტობუსი, რომელიც იწარმოებოდა 1959–1976 წლებში და შექმნილი იყო „ვოლგის“ ГАЗ-21 მოდელის აგრეგატებით. მას იყენებდნენ ტურისტული მიზნებით, ასევე სამარშრუტო ტაქსებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებად. 60-იანი წლების ბოლოს კი გავიდა ექსპორტზეც ბულგარეთში, ნიგერიაში, კუბაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანამ „რაფ-977“ გამოვიდოდა, მანამდე სერიულად იწარმოებოდა „რაფ-08“ და „რაფ-10“, თუმცა ეს პროექტები შეწყვიტეს და გადავიდნენ ახალ მიკროავტობუსზე, რომელიც შექმნილი იყო ГАЗ-21-ის ბაზაზე. 1958 წელს გამოუშვეს 10 ექსპერიმენტული მოდელი, უკვე 1959 წლიდან კი დაიწყეს მისი სერიული წარმოება.
1960 წელს გაიარა მოდერნიზაცია და ეწოდა РАФ-977В, ხოლო 1961 წელს, კიდევ ერთი მოდერნიზაციის შედეგად გამოვიდა РАФ-977Д – განსხვავება იყო ძარაში, რომელიც სრულად განახლდა და დაიხვეწა ტექნოლოგიურად.
მოდიფიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- РАФ-977В — მოდერნიზებული ვარიანტი, რომელიც იწარმოებოდა 1960 წლიდან 1968 წლამდე
- РАФ-977Д — მოდერნიზებული ვარიანტი განახლებული ძარათი, იწარმოებოდა 1962–68 წლებში
- РАФ-977Е — ტურისტებისთვის განკუთვნილი ვარიანტი, მეტი კომფორტით
- РАФ-977И — სამედიცინო ვარიანტი
- РАФ-977К — გადაკეთებული ფურგონად, 1966 წლიდან „ერაზის“ დასახელებით
- РАФ-980/979 — გადაკეთებული ავტომატარებლად
- РАФ-977ДМ — საბაზო მოდელის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც შეცვლილი ჰქონდა ძარას უკანა ნაწილი და შეეძლო 10-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა
- РАФ-977ИМ — სამედიცინო მიკროავტობუსი
- РАФ-977ЕМ — ტურისტული მიკროავტობუსი, შექმნილი РАФ-977ДМ-ის ბაზაზე
- РАФ-977ДМЮ — ტურისტული ავტობუსი, რომელიც გავიდა ექსპორტზე და გათვლილი იყო ტროპიკული კლიმატისთვის
წარმოება სხვა ქარხნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1966 წელს მისი წარმოება გადავიდა ახლად აშენებულ ქარხანაში — „ერაზში“ (ЕрАЗ), რომელიც მდებარეობდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.