რადიო პროგრესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რადიო „პროგრესი“
რადიო ""პროგრესი"".png
დაფუძნდა:დეკემბერი, 2009
ფორმატი:Hot AC
საიტი:http://progressfm.ge/index.php

რადიო „პროგრესი“ 97.5 FM — ქართული რადიოსადგური. იგი დაარსდა 2009 წლის დეკემბერში. დამფუძნებლები არიან შპს „რადიო არტი +“–ის მფლობელი ნატალია კვანტალიანი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ მინდაძე.

რადიოსადგურმა საცდელი მაუწყებლობა დაიწყო 2010 წლის ნოემბერში, ხოლო სრული სამაუწყებლო ბადე წარდგენილ იქნა 2011 წლის 12 აპრილს.

რადიოსადგურის საეთერო სივრცე წარმოდგენილია შემდეგი ფორმატით: Hot AC (ევროპასა და აშშ-ში პოპულარული ფორმატი). კვლევების შედეგად, არსებული ფორმატი გაფართოვდა და დაინერგა საქართველოში.

რადიოს ეთერში ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე, რიტმულ მუსიკაზე. რადიოს მუსიკალური ბაზა წარმოდგენილია Hot AC — პროგრესული AC და კონსერვატიული CHR მელოდიებით: RM Hot AC.

მუსიკის გარდა, რადიოსადგურის ეთერში აპოლიტიკური ინფორმაცია გადაიცემა. რადიომსმენელი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ მუსიკალური პროგრამის შედგენაში.

რადიოს მაუწყებლობა ვრცელდება თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილსა და შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიის ნაწილზე FM დიაპაზონის 97.5 სიხშირის ტალღაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]