განხილვა:რადიო პროგრესი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაურზე რას იტყვით? ასე უნდა იყოს? — მიხეილ (მომწერე) 06:12, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ოფიციალური სახელი როგორიც არის, ალბათ ეგრე უნდა იყოს. ანუ როგორც ახსენებენ ეთერსა და პრესაში. ანუ არის ვარიანტი, რომ იყოს პროგრესი (რადიო)? — BH განხილვაწვლილი 06:24, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

რამე რომ იყოს, ამის ავტორს პირდაპირ აქვს გადმოკოპირებული ტექსტი რადიოს ვებ-გვერდიდან. ანუ, ერთი მხრივ, საავტორო უფლებებია დარღვეული, მაგრამ სათაური სწორია, რადგან იქ ეგრე წერია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:33, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მცირე ფანტაზიით, ვფიქრობ, შეიძლება გადაკეთდეს ტექსტი. სულ ოდნავ ცვლილება სჭირდება და იქნება განსხვავება საიტის ვერსიისგან. ქართულ რადიოებზე ცოტა გვიწერია და დასაკარგი სტატია არ უნდა იყოს.— BH განხილვაწვლილი 06:37, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გავასწორე უკვე. ზოგი უაზრო წინადადება ამოვაკელი (სასაცილოა და საიტზეც ეგრე წერია), შიდა ბმულები გავუკეთე. ისე მაგ დროს უფრო თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს სტატიის გადმოწერა, რადგან ეგეთი რაღაცები წიგნში არ წერია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:41, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

უი მეც გამისწორებია. ბოდიში, ნოდარ. იქნებ გადახედო და ამოიღო მაინც ან ჩემი ნაწერი თუ რამე ზედმეტია, ისიც ამოყარო. — BH განხილვაწვლილი 06:42, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

არა, არაუშავს, კარგია. კიდევ შევხედავ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:44, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ისე, აი, „არ დაიდარდოს“ ვიკიპედიაში ჰქვია „არ დაიდარდო (რადიოსადგური)“. ამასაც „პროგრესი (რადიოსადგური)“ ხომ არ დავარქვათ? — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:59, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩვენთვისაც რაღაც დამაბრკოლებელი ფაქტორებია. არ დაიდარდოსაც ორნაირად ახსენებენ, ვერ გაიგებ, რომელია სწორი. საერთოდ კი ალბათ, აჯობებს, შემუშავდეს სტანდარტი. დამაბრკოლებელი არის მაგალითად, ოფიციალური სახელი ’პირველი რადიო’ - ამ სადგურს არავინ უწოდებს ’პირველს’, ყველა ამბობს ’პირველი რადიო’. — BH განხილვაწვლილი 07:05, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მაქსიმალურად ვერიდოთ ფრჩხილების გამოყენებას. თუ აუცილებელი არაა, არ გამოვიყენოთ.—G.G. 07:11, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ხო და იყოს მაშინ როგორც არის. კარგადაც ჟღერს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:17, 5 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]