რადიმიჩები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიმიჩები — ძველი რუსული ტომობრივი გაერთიანება ახ. წ. პირველი ათასწლეულის ბოლოს. სახლობდნენ დნეპრის ზემო აუზის აღმოსავლეთ ნაწილში. არქეოლოგიური მონაცემებით რადიმიჩები თავისი ყოფითა და განვითარებით არ გამოირჩეოდნენ მეზობელი ტომებისაგან. XI-XII საუკუნეებში მათ მიწაზე გაჩნდა ფეოდალური ქალაქები (გომელი და სხვ.). IX საუკუნეში რადიმიჩები ხარკს უხდიდნენ ხაზარებს. 885 წელს მთავარმა ოლეგმა შეუერთა კიევის რუსეთს. უკანასკნელად მატიანეში იხსენიებიან 1169 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]