რაბინოვიჩის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაბინოვიჩის სახლი
რუს. Дом Рабинович
2012 Taganrog Dom Rabinovich.jpg
კოორდინატები 47°12′44″N 38°55′53″E / 47.212132° ჩ. გ. 38.931502° ა. გ. / 47.212132; 38.931502
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ეკლექტიკა
დასრულების თარიღი 1870-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101268000

რაბინოვიჩის სახლი (რუს. Дом Рабинович) — უძველესი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია 1870-იან წლებში. რაბინოვიჩის სახლი რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 24.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთსართულიანი სახლი ტაგანროგის ისტორიულ ნაწილში. აგებულია წითელი აგურისაგან. შენობის ფასადზე შვიდი ფანჯარაა[1].

აგებულია 1870-იან წლებში მეორე გილდიის ვაჭარ ათანასე ბრუსალის მიერ[2]. პურითა დაგალეტით მოვაჭრე ბრუსალის მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა, რომელიც 3 ბიჭისა და 6 გოგონასაგან შედგებოდა[2]. მისმა შვილმა ევსტათიმ, რომელიც ტიპიური ბერძენი იყო 80-იანი წლების ბოლოს სახლი მიჰყიდა ადვოკატის თანაშემწის ცოლს ანასტასია რაბინოვიჩს, დაბადებით ტიტოვას[2]. ანასტასია იყო ადგილობრივი ნოტარიუსის მიხეილ რაბინოვიჩის ცოლი და ანტონ ჩეხოვის გიმნაზიის მეგობარი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კანდიდატი[3]. სხვა მონაცემების მიხედვთ 1880-იანი წლების ბოლოს სახლი შეიძინა პროვიზორმა იაკობ პარნოხმა[3].

სახლის შეძენის შემდეგ რაბინოვიჩმა დაანგრია ეზოში მდებარე ყველა ძველი შენობა და დაიწყო ახლის შენება[2]. ერთ-ერთი ძველი შენობა გადასცა საჯარო ბიბლიოთეკას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსეი ფილევსკი[2].

1913 წელს რაბონოვიჩისა და დროსის სახლის მფლობელებს შორის მოხდა დავა სახლებს შორის მდებარე მიწის პატარა ნაკვეთის შესახებ. სასამართლო პროცესი გაგრძელდა რვა თვე[2]. 1914 წლის 9 მარტს გაიმართა სასამართლო პროცესი, ქალბატონმა რაბინოვჩმა უარი განაცხადა თავის პრეტენზიებზე აღნიშნული მიწის გამო[2].

1925 წელს ქალაქის ხელისუფლებამ შეისყიდა ყველა სახლი, რომელიც მოედანზე მდებარეობდა, მათ შორის რაბინოვიჩების სახლი. მიხეილ რაბინოვიჩი, მისი ცოლი და რძალი გადასახლდნენ პატარა სახლში მოპირდაპირე მხარეს, სადაც გაატარეს თავიანთი უკანასკნელი დღეები.

რაბინოვიჩის სახლში 1933-1982 წლებში ცხოვრობდა ვასილი ზაიცევი, ტაგანროგიის ფეხბურთის ლეგენდა და რსფსრ-ის დამსახურებული მწვრთნელი[2][4].

ტაგანროგის ოკუპაციის პერიოდში გერმანელებმა რაბინოვიჩის სახლში ჯარიისკაცების საერთო საცხოვრებელი გახსნეს. აქვე დადგეს გერმანელთა საზენიტო იარაღიც.

2012 წელს რაბინოვიჩის სახლს ჩაუტარდა ბარბაროსული რესტავრაცია. ამოიღეს ფანჯრები და ჩასვეს მეტალო-პლასმასის ფანჯრები, დაანგრიეს შიდა ტიხრები, ერთ-ერთი ფანჯარა კარებად გადააკეთეს, შესასვლელს ფასადზე დააშენეს გარკვეული ნაწილი, შეიღება წითლად და ამ ყველაფრის შემდეგ სახლში გაიხსნა ბარი „ბიძია სემი“[5].

ბარბაროსული რესტავრაციის მეორე ეტაპი 2014 წელს განხორციელდა. სახლის მფლობელმა ფასადი მწვანე და თეთრ ფერებში გადაღება[6].

2015 წელს ერთ-ერთ საიტზე გაჩნდა განცხადება სახლის გაყიდვის შესახებ, ფასი 42 მლნ რუბლი[7].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალისტები რაბინოვიჩების სახლის სტილს მიაკუთვნებენ ეკლექტიკის ერთ-ერთ მიმდინარეობას ნეო-ბერძნულ სტილს, შესრულებულს აგურის ვარიანტში[8]. სახლის ფასადი შემკულია მაღალი ხარისხის კერამიკული აგურით, შემკულია ტერაკოტის ფიგურებით[8].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Андреенко С. А. Рабинович дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 595. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Гаврюшкин О.П. Мари Вальяно и другие (Хроника обывательской жизни). — Таганрог: МИКМ, 2001. — 544 с.
  3. 3.0 3.1 Гонтмахер М. А. Евреи на Донской земле. — Ростов н/Д: Ростиздат, 2007. — С. 60.
  4. Лаппа Р. Труден ты, хлеб тренерский... // Таганрогская правда. — 2013. — 14 июня. — С. 18.
  5. Иванчук Г. «Дядя Сэм» против «Дяди Васи» // Новый город. — 2013. — 9 авг. — 3 с.
  6. Строганов А. Красное-зеленое // tagangraf.livejournal.com. — 2014. — 5 ноября.
  7. Верготи В. Помещение свободного назначения // vergoti.livejournal.com. — 2015. — 3 апр.
  8. 8.0 8.1 Григорян М. Е., Решетников В. К. Таганрог. История архитектуры и градостроительства конца XVII — начала XX века. — Ростов н/Д: Омега-Принт, 2013. — С. 269-271.