შინაარსზე გადასვლა

დროსის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დროსის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულება 1850-იანი წლები
ტიპი კლასიციზმი
Map

დროსის სახლი (რუს. Дом Дросси) — უძველესი ერთსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია 1850-იან წლებში. მდებარეობს რაბინოვიჩისა და რაფაილოვიჩის სახლებს შორის. დროსის სახლი რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისამართი: ტაგანროგი, ფრუნზეს ქუჩა № 22.

დროსის სახლი აგებულია 1850-იან წლებში ტაგანროგელი ვაჭრის, პურის კომერსანტის ა. დროსის მიერ[1]. სახლი განეკუთვნება ჩეხოვთან დაკავშირებული ძეგლების სიას. ანტონ ჩეხოვი იყო სახლის მფლობელის ვაჟის ანდრეი დროსის თანაკლასელი და ზოგჯერ მათ სტუმრობდა ხოლმე. ანტონს იზიდავდა კულტურული ატმოსფერი, რომელიც ყვაოდა ამ ოჯახში, მათი მუსიკალური საღამოები და საოჯახო სპექატაკლები[1].

1925 წელს ტაგანროგში მოხდა სახლების საერთო მუნიციპალიზაცია, სახლებისა, რმელთა საერთო ფართობიც 100 კვ. მ-ზე მეტი იყო. ყოფილ მფლობელებს გადაეცათ პატარა ოთახები საკუთარ სახლში, ან გადავიდნენ სხვა ბინებში. აღნიშნული მუნიციპალიზაციის ფარგლებში დროსის სახლიც კომუნალურ ბინებად დაყვეს.

1930-იან წლებამდე სახლში ცხოვრობდა ანდრეი დროსის უმცროსი და მარია სტეიგერი, რომელიც დარჩენილია ა. ჩეხოვის ბავშვობის მოგონებებში[2].

სახლის ფასადზე დაკიდულია მარმარილოს მემორიალური დაფა ტექსტით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში გიმნაზიის მოსწავლეები დგამდნენ სამოყვარულო სექტაკლებს. ზოგჯერ მისი ავტორი და შემსრულებელი იყო ანტონ ჩეხოვი[1].“

ამჟამად დროსის სახლის, ისევე როგორც სხვა სახლების ფასადი საშინელ მდგომარეობაშია, რომელიც გაამწვავა ე. წ. „სარემონტო ინიციატივებმა“. სახლის შესაკეთებელი სახსრები მუნიციპალურმა მთავრობამ ვერ გამოძებნა ვერც ანტონ ჩეხოვის 150 წლის იუბილისთვის და ვერც მოგვიანებით[3].

დროსის ორსართულიანი სახლი ძალიან მოკრძალებულია, არ გამორჩევა რაიმე არქიტექტურული გადაწყვეტილებებით.

ცნობილი მობინადრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Киричек М. С. Дросси дом // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 330. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. Дросси-Стейгер М. Д. Юный Чехов / Публ. Н. А. Роскиной // Литературное наследие. — 1960. — Т. 68. — С. 538—541.
  3. Нетреба Ф. Валентин Моисеенко: «Каждый на своем месте должен хорошо делать свою работу»[მკვდარი ბმული] // Парламентский вестник Дона. — 2012. — № 6.
  4. 4.0 4.1 Роскин А. Чехов. — М.: Детгиз, 1959. — 176 с.