რაბა (დუნაის შენაკადი)
იერსახე
| რაბა უნგრ. Rába, გერმ. Raab | |
|---|---|
|
რაბა უნგრეთში | |
| ქვეყანა |
|
| სათავე |
ალპები 47°20′43″ ჩ. გ. 15°30′55″ ა. გ. / 47.34528° ჩ. გ. 15.51528° ა. გ. |
| სათავის მდებარეობა | შტირია |
| სათავის სიმაღლე | 1150 მ |
| შესართავი |
დუნაი 47°41′25″ ჩ. გ. 17°37′49″ ა. გ. / 47.69028° ჩ. გ. 17.63028° ა. გ. |
| სიგრძე | 250 კმ |
| აუზის ფართობი | 1020 კმ² |
| მდინარის სისტემა | დუნაი → შავი ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 70 მ³/წმ |
|
| |
რაბა, რაბი (უნგრ. Rába, გერმ. Raab) — მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში; დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 398 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 18 ათ. კმ². სათავეს იღებს ალპებში, მიედინება შუა დუნაის დაბლობის დასავლეთ ნაწილში. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზაფხულში — წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნები. იანვარ-თებერვალში არამდგრადი გაძვიფვა ახასიათებს. ჩადინება დარეგულირებულია, ქვემო დინებაში კალაპოტი — კანალიზირებული. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 70 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად, ქვემოთში (ქ. კერმენდის ქვემოთ) სანაოსნოა. შესართავთან სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი დიერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 264.
- Раба // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 96.
- Раба // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 21 — М., 1975.