ჟოხოვის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟოხოვის კუნძული
მშობ. სახელი: остров Жохова

ჟოხოვის კუნძული ახალი ციმბირის არქიპელაგის რუკაზე
გეოგრაფია
მდებარეობა აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
კოორდინატები 76°08′50″ ჩ. გ. 152°43′12″ ა. გ. / 76.14722° ჩ. გ. 152.72000° ა. გ. / 76.14722; 152.72000
ფართობი 58 კმ²
ფედ. სუბიექტი სახა (იაკუტია)
ჟოხოვის კუნძული — რუსეთი
ჟოხოვის კუნძული

ჟოხოვის კუნძული[1] (რუს. остров Жохова) — კუნძული დე ლონგის კუნძულთა ჯგუფში, აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში (რუსეთის ტერიტორია, იაკუტია). ფართობი დაახლ. 58 კმ². ძირითადად აგებულია ბაზალტებით. გავრცელებულია ტუნდრის მცენარეულობა. აღმოაჩინა რუსულმა ჰიდროგრაფიულმა ექსპედიციამ 1914 წელს გემებით „ვაიგაჩითა“ და „ტაიმირით“. სახელი ეწოდება ექსპედიციის მონაწილის, ა. ჟოხოვის პატივსაცემად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 172.
  2. Жохова остров // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 9 — М., 1972. — стр. 234.