დიდი ოფიცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამეფო სამხედრო მუზეუმი ბრიუსელში 2007.

დიდი ოფიცერი — ორდენის კლასი, (ხარისხი, დონე), გამოიყენება მრავალ ქვეყანაში. სარაინდო ორდენთა და ღირსების ორდენთა იერარქიაში დგას კომანდორზე მაღლა და თეთრი ჯვრის ორდენზე დაბლა. მასონობაში დიდი ოფიცერი — თანამდებობაა, რომელიც არჩევითია და მასზე ინიშნება მასონთა ორდენის დიდი ოსტატი.

სარაინდო ორდენებში და ორდენში დამსახურებისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენება სხვადასხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერმანია: Großoffizier или Großkomtur — გამოიყენება გერმანიის იმპერიის, გფრ, ავსტრიის მეორე ხარისხის ორდენთა აღსანიშნავად.
  • იტალია: Grande ufficiale — გამოიყენება როგორც მეორე ხარიხსხის ორდენი როგორც იტალიის რესპუბლიკაში, ისე იტალიის სამეფოში. ორდენში "იტალიური სოლიდარობის ვარსკვლავი" ის აღინიშნება, როგორც უმაღლესი ხარიხსი.
  • საფრანგეთი: Grand officier — გამოიყენებენ ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ შექმნილ ორდენთა დასახელებაში და გამოიყენება დღემდე საფრანგეთსა და სხვა ფრანგულენოვანი ჯგუფის ქვყნებში..
  • რუსეთიː Великий офицер — გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიაში სახელით, "დიდი ოფიცერი" აგრეთვე, "დიდი საოფიცრო ჯვრის კავალერი". თანამედროვე რუსულ ფალერისტიკაში განსხვავებული მოსაზრებებია მის სახელთან დაკავშირებული. კერძოდ, თარგმანში გვხვდება შემდეგი სახელებითː „დიდი ოფიცერი“, „უმაღლესი ოფიცერი“, „უფროსი ოფიცერი“.


ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ოფიცრები ჩვეულებრივ ატარებენ ჯილდოს შემდეგი სახით და თანმიმდევრობითː

1. ნიშანი აბრეშუმის ლენტით

2. ვარსკვლავი მკერდზე


Wearing of the insignia of the Order of Saints Maurice and Lazarus

მასონებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასონთა ორდენის სათავეში — დიდ ლოჟაში დიდი ოფიცერი წარმოადგენს ყველაზე უფროსს — დიდ ოსტატს. დიდი ოსტატი ხელმძღვანელობს დიდი ლოჟის და მისი იურისდიქციის ქვეშ შემავალი ყველა სხვა მასონური ლოჟის შეკრებებს. მას უწოდებენ „ყველაზე უხუცეს ძმას“. დიდი ლოჟის დიდი ოფიცრის ფუნქციური მოვალეობები ძირითადად შეესაბამება მასზე დაქვემდებარებულ ლოჟათა ანალოგიური თანამდებობის პირთა ფუნქციებს. არსებობს რამდენიმე თანამდებობა, რომელიც არ გააჩნიათ პირებს ჩვეულებრივ ლოჟებში. დიდი ოფიცრის ქვემდგომ თანამდებობათა რაოდენობა აღწევს 18–ს. ზოგიერთი თანამდებობა მოტანილია ქვემოთː

  • დიდი ოსტატის მოადგილე — ზოგიერთ იურისდიქციაში დიდი ოსტატის მოადგილე წარმოადგენს მის დამხმარეს და უფლებამოსილია იმოქმედოს ოსტატის სახელით მისი არყოფნის შემთხვევაში. ასეთი შემთხვევა გვხვდება ინგლისის გაერთიანებული დიდი ლოჟის იურისდიქციაში.
  • დიდი კანცლერი — პასუხისმგებელია საგარეო კავშირებსა და სხვა იურისდიქციის დიდ ლოჟებთან ფორმალურ ურთიერთობებზე.
  • დიდი არქივარიუსი — ზოგიერთ იურისდიქციაში დიდი არქივარიუსი ინიშნება დიდი ლოჟის სამართლებრივი საკითხების მთავარ სპეციალისტად. თანამდებობაზე ჩვეულებრივ ინიშნება გამოცდილი ადვოკატი ან მოსამართლე. სხვა იურისდიქციებში ასეთ მოვალეობებს ასრულებს ოფიცერი, რაიმე ოფიციალური სახელწოდებით პოსტი არ არსებობს.
  • დიდი ცერემონმაისტერი (ან დიდი საქმისმწარმოებელი) — ეს დიდი ოფიცერი პასუხისმგებელია დიდი ლოჟის შენობებზე. ჩვეულებრივ, ამ თანამდებობით აჯილდოებენ გამოცდილ არქიტექტორს ან მშენებელს. როგორც წესი, პასუხისმგებლობა ინდივილუალურ შენობებზე ეკისრება ცალკეულ კომიტეტს.
  • დიდი საჭურველმტვირთველი — მრავალ დიდ ცერემონიაზე დიდი ოსტატის გავლის წინ შემოაქვთ სარიტუალო ხმალი. ასეთ შემთხვევებში ის მოაქვს დიდ საჭურველმტვირთველს.
  • დიდი მეშტანდარტე (ან დიდი მედროშე) — მრავალ დიდ ოსტატს აქვს ან მრავალ დიდ ლოჟაში არსებობს საკუთარი ოფიციალური შტანდარტი, რომელსაც ატარებენ დიდი ოსტატის უკან სხვადასხვა ოფიციალურ ცერემონიებზე. ასეთ შემთხვევაში ნიშნავენ ოფიციალურად დიდ მეშტანდარტეს ან დიდ მედროშეს.