ჟინვალის პირველი ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნებოდა III საუკუნეს. ამჟამად დაფარულია წყლით. 1980 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გამოვლინდა ალიზით ნაგები ოროთახიანი საცხოვრებელი სათავსის და თონის ფრაგმენტები. იატაკის დონეზე აღმოჩნდა თიხის ხელადების, სასმისების, ქოთნის, ქვევრის, დერგისა და ჩაფის ნატეხები. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]