ჟინვალის მეორე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟინვალის მეორე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ზანდუკლიანთ ნავენახარზე, ახალი საცხოვრებელი კვარტლის ტერიტორიაზე. 1972 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნამოსახლარი შეიცავდა ერთიმეორის მომდევნო ორ სამშენებლო ფენას.

ქვედა ფენა II-III საუკუნეებს განეკუთვნება. მდებარეობდა 0,6-1 მეტრ სიღრმეზე. აღმოჩნდა რიყის მოზრდილი ქვებით ნაგები, გეგმით სწორკუთხა შენობის ნაწილი და წითელი წერნაქით დაფარული დიდი ზომის ადრეული კრამიტის ნატეხები.

ზედა ფენა IV-V საუკუნეებს განეკუთვნება. მდებარეობდა 0,5 მეტრ სიღრმეზე. გამოვლინდა რიყის ქვითა და ალიზით ნაგებ სწორკუთხა სათავსთა დაზიანებული ნაშთები. აღმოჩნდა გვერდებაკეცილი და მორგვზე დამზადებული ღარსიებრ კრამიტის და თიხის ჭურჭლის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]