ჟან ბატისტ პიგალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან ბატისტ პიგალის ძეგლი პარიზის მერიასთან

ჟან ბატისტ პიგალი (ფრანგ. Jean-Baptiste Pigalle; დ. 26 იანვარი, 1714, პარიზი — გ. 21 აგვისტო, 1785, პარიზი), ფრანგი მოქანდაკე. სწავლობდა (1722 წლიდან) რ. ლე ლორენთან და ჟ. ბ. ლემუანთან. იმოგზაურა იტალიაში (1736–1739). როკოკოდან კლასიციზმზე გარდამავალი სტილით შექმნა სტატუები, კომპოზიციები, რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე („მერკური სკანდალს იკრავს“ (1744), მარმარილო {1744); „ბიჭი გალიით“, მარმარილო (1749) — ორივე ლუვრი, პარიზი). განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალულ, ზოგჯერ ნატურალისტური სიზუსტით შესრულებულ საფლავის ძეგლებში (მარშალ მორიც საქსონელის საფლავი, მარმარილო, 1753-76, სენ-ტომის ეკლესია, სტრასბური).


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: