ჟანგბადის სატურაცია (მედიცინა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისხლის ცირკულაცია: წითელი - ჰაერით გაჯერებული არტერია, ლურჯი - ნახშირორჟანგით გაჯერებული ვენები

ჟანგბადის სატურაცია — აღწერს ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის რაოდენობას სისხლში. ადამიანის ორგანიზმი ფუნქციონირებისთვის საჭიროებს ზუსტი რაოდენობის ჟანგბადს. ნორმალურ არტერიულ სისხლში ჟანგბადი 95-100 პროცენტითაა გაჯერებული. თუ ეს მაჩვენებელი 90 პროცენტზე დაბალია, იწყება ჰიპოქსემია [1] (სისხლი ორგანოებს ვერ აწვდის საკმარის ჟანგბადს). 80 პროცენტამდე დავარდნა იწვევს ტვინისა და გულის ფუნქციონირების შეზღუდვას. მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებისას ჩერდება გული. ასეთ შემთხვევში, სისხლში ჟანგბადის საკმარისი დონის შესანარჩუნებლად ადამიანი საჭიროებს ჟანგბადის სპეციალურ თერაპიას. ჟანგბადით მომარაგება პროცესია, რომლის დროსაც ჟანგბადის მოლეკულები აღწევენ ორგანოს ქსოვილში. მაგალითად სისხლი ჟანგბადით ფილტვებში დაგროვილი ჰაერით მარაგდება.

განსაზღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰემოგლობინის სატურაციის მრუდი

მედიცინაში, ჟანგბადის სატურაცია სისხლის ნაკადში ჰემოგლობინის მიერ მიერთებული ჟანგბადის პროცენტული წილით იზომება[2]. დაბალი წნევის რეგიონებში ჰემოგლობინი ჟანგბადისგან დაცლილია. ჟანგბადის სატურაცია, კი ჰემოგლობინის სატურაცის მრუდის მიხედვით ხდება. იმ რეგიოინებში სადაც მრუდი 100 პროცენტს აღწევს წნევა 11 კილოპასკალს აჭარბებს.

ფიზიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხეული ჟანგბადის სატურაციის სტაბილურ დონეს, სუნთქვისა და ქიმიური გარდაქმნების საშუალებით ინარჩუნებს. ფილტვებში რესპირატორლი სისტემის დახმარებით, სისხლის წითელი უჯრედები, კერძოდ ჰემოგლობინი, აგროვებს ჟანგბადს და ანაწილებს მას სხეულის სხვა ორგანოებში. ორგანიზმში ჟანგბადის მოთხოვნის ცვლილებზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად ფიზიკური დატვირთვა[3], ან მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრება. ჟანგბადის ზედმეტად მაღალი[4] და ზედმეტად დაბალი მოთხოვნაც არასასურველია ორგანიზმისათვის[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hypoxemia (low blood oxygen). Mayo Clinic. mayoclinic.com. ციტირების თარიღი: 6 June 2013
  2. Kenneth D. McClatchey (2002). Clinical Laboratory Medicine. Philadelphia: Lippincott Williams & Wilkins, გვ. 370. ISBN 9780683307511. 
  3. Understanding Blood Oxygen Levels at Rest. ციტირების თარიღი: 6 June 2013
  4. Ellison, Bronwyn. Normal Range of Blood Oxygen Leven. ციტირების თარიღი: 6 June 2013
  5. Hypoxia and Hypoxemia: Symptoms, Treatment, Causes en. ციტირების თარიღი: 2019-03-11

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Interactive hemoglobin saturation graph