შინაარსზე გადასვლა

ჟაკ ბეკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ ბეკერი
დაბადების სახელი ჟაკ ბეკერი
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი 1906
პარიზი
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი 1960
პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1935–1960
შვილ(ებ)ი Jean Becker, Étienne Becker და Sophie Becker

ჟაკ ბეკერი (ფრანგ. Jacques Becker; დ. 15 სექტემბერი, 1906, პარიზი — გ. 21 თებერვალი, 1960, იქვე) — ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი.

ჟაკ ბეკერი 1932 წლიდან მუშაობდა ჟან რენუარის ასისტენტად. მისი პირველი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ფილმია „უკანასკნელი კოზირი“ (1942). ბეკერის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. გამოირჩევა დაოკებული ემოციით, ხასიათების წვდომით. დაქორწინებული იყო ფრანსუაზა ფაბიანზე, რომელიც თავის დროზე ცნობილი მსახიობი იყო. მათი შვილი ჟან ბეკერი (დ. 1938), აგრეთვე დღეისათვის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორია.

ჟაკ ბეკერს გადაღებული აქვს 20-მდე კინოფილმი. მოღვაწეობდა ასევე როგორც სცენარისტი და მსახიობი. დგავდა დრამას, კომედიასა და კრიმანულურ კინოფილმებს. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ანტუანი და ანტუანეტი“ (1947), „ედუარდი და კაროლინა“ (1951) და „ხვრელი“ (1960).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Жак Беккер, Высказывания, фильмы, [М., 1969].
  1. ↑ RKDartists