პუტილოვის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პუტილოვის ეკლესია
Sankt-Peterburg dek2013 0213.JPG
პუტილოვის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°53′01″ ჩ. გ. 30°16′01″ ა. გ. / 59.88361° ჩ. გ. 30.26694° ა. გ. / 59.88361; 30.26694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, სტაჩეკის პროსპექტი, 48
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830624000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვასილი კოსიაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული, შემდეგ კონსტრუქტივიზმი, შემდეგ ნეოკლასიციზმი
თარიღდება 1901-1906

პუტილოვის ეკლესია (რუს. Путиловская церковь) ან ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მოწამე დედოფალ ალექსანდრას ეკლესია (რუს. Церковь святителя Николая Чудотворца и мученицы Царицы Александры) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს შემდეგ მისამართზე: სტაჩეკის პროსპექტი, 48.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერგოფის გზაზე, პუტილოვის ქარხანასთან ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1901 წელს და გაგრძელდა ხუთი წელი. მშენებლობა ქარხნის მუშების ფინანსებით მიმდინარეობდა. პროექტის ავტორი იყო ხუროთმოძღვარი ვასილი კოსიაკოვი, რომელმაც ფასადი გააფორმა ფსევდორუსულ სტილში.

1906 წლის 22 მაისს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მოწამე დედოფალ ალექსანდრას სახელობის ეკლესია აკურთხეს. 1907 წელს ქვედა სართულზე აკურთხეს დიდმოწამე წმინდა გიორგის სახელობის ეგვტერი, სადაც გადაასვენეს პუტილოვის ქარხნის მფლობელის, სანქტ-პეტერბურგის საზღვაო ნავსადგურისა და საზღვაო არხის მშენებლის ნიკოლოზ პუტილოვისა და მისი ცოლის ნეშტი.

1918 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დააპატიმრეს და ძალიან მალევე დახვრიტეს პუტილოვის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი პავლე სმირნოვი. 1922 წელს პუტილოვის ქარხნის მუშებმა წინააღმვეგობა გაუწიეს ბოლშევიკებს, რომლებიც ცდილობდნენ საეკლესიო ფასეულობების გატაცებას.

1925 წელს ეკლესია დახურეს და გადააკეთეს არქიტექტორ ალექსანდრე ნიკოლსკის პროექტის მიხედვით კონსტრუქტივიზმის სტილში და მასში გახსნეს ქახნის კლუბი „წითელი პუტილოველი“. 1945 წელს იდევ ერთხელ გადააკეთეს სტალინური არქიტექტურის სტილში. ომის შემდეგ ყოფილ ეკლესიაში განათავსეს ფაბრიკა.

1990-იან წლებში ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და დედოფალ ალექსანდრას ეკლესიის საზოგადოება აღსდგა. შენობის უკანასკნელმა მფლობელმა - საფეიქრო-საგალანტერიო გაერთიანება „სევერმა“ - შენობა 2005 წელს გადასცა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]