პუერარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პუერარია
Pueraria lobata
Pueraria lobata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  პუერარია
ლათინური სახელი
Pueraria (DC.)

პუერარია, კუძუ (Pueraria) — მრავალწლოვანი ხვიარა მცენარეების გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 15 (სხვა მონაცემებით 35-მდე) სახეობას.

გავრცელებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში, ახალ გვინეაში, პოლინეზიასა და ტროპიკულ აფრიკაში. კუძუ (Pueraria lobaTa, ადრე Pueraria hirsuta) ლიანაა ხვიარა ან გართხმული გახევებული ღეროთი.

იზრდება ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში კულტივირებულია, როგორც საკვები და ზოგჯერ სართავი მცენარე. ფესვსა და ნაყოფს (პარკს) იყენებენ ბოსტნეულად. ფესვიდან იღებენ სახამებელს (ე. წ. იაპონური არორუტი), ღეროსაგან - ბოჭკოს. კარგად ამაგრებს ნიადაგს.

დეკორატიულ მცენარედ აშენებენ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე და ყირიმში. ადვილად ველურდება. განსაკუთრებით სწრაფად იბარდება ბათუმის მიდამოებში, სადაც ყველგან ფარავს ზღვისპირა კალთებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]