პროფესიული ტესტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროფესიული ტესტები — კანდიდატების შერჩევისათვის, სამუშაოზე მიღებისათვის და სამსახურეობრივი წინსვლისთვის გამოყენებადი პროფესიული ორიენტაციის ტესტები. ის სამ ჯგუფად იყოფა: ინტელექტის ზოგადი დონის საკვლევი ტესტები, პიროვნების ტიპების დასადგენი ტესტები და პროფესიული ვარგისიანობის და კონკრეტული უნარების დასადგენი ტესტები.

პროექციული ტესტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნების ტიპის დასადგენ ერთ-ერთ დამხმარე მეთოდს პროექციული ტესტები წარმოადგენს. ტესტის მიზანია ცდის პირის მიერ საკუთარი გრძნობების, მოთხოვნილებების, ინტერესების, შფოთვის, განცდების დავალებებზე პროექციის შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოიყენოს მისი პიროვნული დახასიათებისთვის.

დაამთავრე მოთხრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცდის პირმა უნდა დაასრულოს მიწოდებული წინადადება აზრობრივად ან დაამთავროს, მიზანმიმართულად შერჩეული, მოთხრობის დასაწყისი.

TAT თემატური აპერცეფციის ტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალურად შემუშავებული, სტანდარტული, ნახატები, თანმიმდევრულად მიეწოდება ცდის პირს, სქესის შესაბამისად. მათზე დაყრდნობით ცდის პირი ქმნის ისტორიებს, რომელთა საფუძველზეც ექსპერიმენტატორს გამოაქვს დასკვნა მისი განწყობების და ინტერესების შესახებ.

დახატე ადამიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცდის პირს სთხოვენ დახატოს ადამიანი, მის მხათვრულ ნიწიერებას მნიშვნელობა არ ენიწება. აქცენტი კეთდება დახატული ადამიანის სქესზე, ასაკზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ნახატის დასრულებულობაზე, გამოკვეთილ დეტალებსა და გამოტოვებულ შტრიხებზე. ითვლება, რომ დახატული წარმოადგენს დამხატავის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ.

რორშახის მელნის ლაქების ტესტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექციული ტექნიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფის დროს წინააღმდეგობათა დაძლევის და პიროვნების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენება პროექციული ტექნიკები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია პროექციულ ტესტებთან. ორი სახის წინააღმდეგობა არსებობს: ლინგვისტური — ენის, ჩვენი ვერბალური კომუნიკაციის საშუალების არასრულყოფილებაში ვლინდება და ფსიქოლოგიურისიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით ადამიანის ქცევის მოტივები ხშირად გაუცნობიერებლად არსებობს. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი ქცევის მიზეზის ახსნა, რასაც პროექციული ტექნიკები უზრუნველყოფს.

სიტყვიერი ასოციაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს მიეწოდება სიტყვა და მოეთხოვება დაასახელოს ასოციაციურად აღმოცენებული აზრი. სიტყვა შერჩეულია საკვლევი მიზნის შესაბამისად და „ასოციაციის“ ინტერპრეტაციაც მის საფუძველზე ხდება.

წინადადების დამთავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს მიეწოდება მიზანმიმართულად შერჩეული წინადადების დასაწყისი და მოეთხოვება მისი სურვილისამებრ დასრულება. ამ მეთოდით ექსპერიმენტატორი იგებს რესპონდენტის ფასეულობების, ცხოვრებისეული ორიენტაციების, ინტერესების შესახებ.

შეკითხვები „მესამე პირში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მეთოდი ემყარება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ადამიანი სხვაზე უფრო თავისუფლად საუბრობს, ვიდრე საკუთარ თავზე. ექსპერიმენტატორი სტერეოტიპული ინფორმაციის მოსაპოვებლად სვამს კითხვებს მესამე პირში. მიღებული ინფორმაცია რესპონდენტის თავისებურებს ასახავს.

„ღრუბლიანი“ ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს აჩვენებენ ნახატს ან ფოტოსურათს, რომელზეც ასახულია სოციალური სიტუაცია. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის გვერდით დახატულია ცარიელი „ღრუბელი“, რომელიც სიმბოლურად მისი აზრის ჩასაწერ ადგილს წარმოადგენს. რესპონდენტს მოეთხოვება ამ ადამიანის აზრი ჩეწეროს „ღრუბელში“. იგულისხმება, რომ ეს აზრი ნათლად გამოხატავს რესპონდენტის დამოკიდებულებას იმ პრობლემისადმი, რომელიც მკვლევარს აინტერესებს.

პერსონიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს სთხოვენ წარმოიდგინოს, რომ მოცემული ნივთი თუ ორგანიზაცია არის ადამიანი და დაახასიათოს ეს ადამიანი. სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა დადგინდეს ცალკეული საწარმოს, საგნის „იმიჯი“, მასთან დაკავშირებული ფასეულობები, რეკლამის გავლენა და სხვა.

სტერეოტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს აწვდიან პროდუქტების სიას, რომელსაც მოიხმარს ჰიპოთეტური ოჯახი და სთხოვენ ამ ოჯახის დახასიათებას. ან აძლევენ ოჯახის აღწერას და სთხოვენ ჩამოწეროს შესაბამისი სამომხმარებლო პროდუქტების სია.

როლების გათამაშება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტებს სთხოვენ როლებში გაითამაშონ რაიმე სიტუაცია. რთული და შრომატევადი მეთოდია, მოითხოვს მოდერატორის ოსტატობას.

ნახატები და „ფსიქონახატები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს სთხოვენ ცალკეულ სიტუაციასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად დახატოს ნახატი. ეს მეთოდი ხსირად ბავშვებთან გამოიყენება და ავლენს მათ დამოკიდებულებებსა და თავისებურებებს საგნის აღქმაში.

კოლაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალებიდან გამოჭრილი სურათების საშუალებით რესპონდენტს სთხოვენ აარჩიოს ის, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მოცემული პიროვნების ან ფირმის იმიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტმა თვითონ ახსნას რა და რატომ „შექმნა“.

კარტოგრაფირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპონდენტს სთხოვენ რამდენიმე ჯგუფად დაყოს კონკურენტი ფირმის მიერ წარმოებული პროდუქტი. ეს მეთოდი გამოიყენება მარკეტინგული კვლევებში, მოითხოვს დიდ დროს და „თვალსაჩინო მასალის“ არსებობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თამაზ გოგიჩაიშვილი, განვითარების ფსიქოლოგია, თბილისი, უნივერსალი, 2005. - 465 გვ.
  • თინათინ ზურაბიშვილი, თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, თბილისი, 2006.