პროტეუსებრნი
| პროტეუსებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Proteus anguinus | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Proteidae | ||||||||||||
| ||||||||||||
პროტეუსებრნი (ლათ. Proteidae) — კუდიან ამფიბიათა ოჯახი. აქვთ წაგრძელებული სხეული, სუსტი კიდურები, გარეთა ლაყუჩები, კანქვეშ ჩამალული თვალები, უპიგმენტო კანი. ოჯახში 2 გვარია: ევროპული პროტეუსი (Proteus) და ამერიკული პროტეუსი (Necturus).
ევროპული პროტეუსი მოიცავს მხოლოდ ერთ სახეობას (Proteus anguinus), რომლის სხეულის სიგრძეა 28 სმ, წინა კიდურებზე 3 თითი აქვს, უკანაზე — 2. გავრცელებულია იუგოსლავიის კარსტულ მღვიმეებში, სინათლეს შეიგრძნობს მთელი კანით. იკვებება უხერხემლოებით ცოცხლადმშობია.
ამერიკული პროტეუსის გვარი მოიცავს 5 სახეობას, აქვს ძალზე პატარა თვალები, პიგმენტიანი კანი, 4-4 თითი ორსავე კიდურზე; ყველაზე მეტად ცნობილია Necturus maculosus, რომლის სიგრძეა 36 სმ, გავრცელებულია აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილსა და სამხრეთ კანადაში. ცხოვრობს მტკნარ წყალსატევებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 210–211.