პრეცესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პრეცესია გიროსკოპზე

პრეცესია — მოვლენა, რომლის დროს მბრუნავი ობიექტის ღერძი იხრება, მაგალითად გარეშე ფაქტორის გავლენით.

პრეცესიის ახსნა[რედაქტირება]

პრეცესიის მოვლენის დაკვირვება შეგვიძლია მარტივად განვახორციელოთ ე.წ. ბზრიალას ბრუნვის დროს: თავდაპირველად მისი ბრუნვის ღერძი ვერტიკალურია, შემდეგ კი მისი ზედა წერტილი იწყებს გადახრას და სპირალისებურ მოძრაობას.

პრეცესიის მთავარი თვისებაა არაინერციულობა: მას შემდეგ, რაც ბზრიალას პრეცესიის გამომწვევი ძალა შესუსტდება და გაქრება, პრეცესია შეწყდება და ბზრიალაც მოძრაობას შეწყვეტს. პრეცესიასთან პირდაპირ მიმართებაშია მეორე ეფექტიც - ნუტაცია ანუ პეცესირებადი სხეულის ღერძის ტალღოვანი მოძრაობა. პრეცესიის სიჩქარე და ნუტაციის ამპლიტუდა კავშირში არიან სხეულის ბრუნვის სიჩქარესთან.

ციური სხეულების პრეცესია[რედაქტირება]

მსგავს მოძრაობას ასრულებს დედამიწის ბრუნვის ღერძიც, რაც თავის დროზე აღნიშნა ჰიპარქემ. თანამედროვე მონაცემებით დედამიწის პრეცესიის სრული ციკლი შეადგენს 25 765 წელიწადს.

დედამიწის ბრუნვის ღერძის ცვალებადობა იწვევს ვარსკვლავების განლაგების ცვლას ევატორულ კოორდინატთა სისტემასთან მიმართებაში. ამის გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლარული ვარსკვლავი აღარ იქნება ჩრდილოეთ პოლუსთან ყველაზე დაახლოებული ნათელი ვარსკვლავი. მის ადგილს დროთა განმავლობაში დაიკავებენ სხვა თანავარსკვლავედთა შემადგენლობაში შემავალი კაშკაშა ვარსკვლავები.