შინაარსზე გადასვლა

პრეისკურანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრაის-ლისტი პერსონალურ კომპიუტერებზე. 1977 წელი

პრეისკურანტი, პრაისკურანტი (გერმ. preiskurant < preis — „ფასი“ და ფრანგ. courant — „მიმდინარე“), პრაის-ლისტი (ინგლ. price list < preis — „ფასი“ და list — „სია“) — გასაყიდი საქონლის ფასების სისტემატიზებული ცნობარი (ტარიფი) საქონლისა და მომსახურების ჯგუფებისა და სახეების მიხედვით.

განარჩევენ საცალო და საბითუმო ფასების პრეისკურანტს. პრეისკურანტი წარმოადგენს სიას, რომელშიც მოცემულია ნაწარმის (პროდუქციის) სახელწოდებები სტანდარტის ან ტექნიკური პირობების მიხედვით და მისი მარკა (შიფრი, მედელი, არტიკული), სტანდარტის ნომერი ან ტექნიკური პირობა იმის იმის აღნიშვნით, თუ ვინ დაამტკიცა და როდის, ნაწარმის მოკლე ტექნიკური დახასიათება, საზომი ერთეული და ფასი. მოქმედ ფასებზე კონტროლს ახორციელებს ფასწარმოქმნისა და კონტროლის განყოფილებები.