პორტო ფრანკო (ტიფლისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პორტო ფრანკო
ტიფლისი -ს ეპიზოდი
Tiflisi seria 5.jpg
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 5
სცენარი ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
მუსიკა ნიაზ დიასამიძე
ეთერი ნოემბერი 20, 2014 (2014-11-20)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„ყაჩაღები ვახშამზე“ „ხანძარი“
ტიფლისი (ეპიზოდების სია)

პორტო ფრანკო — სერიალის ტიფლისი მეხუთე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 6 დეკემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეთა დასჯის სურვილი და მოთხოვნა მე-5 სერიის ძირითად თემად იქცა. საზოგადოების მიერ წამოყენებული პროტესტი ხელისუფლებას აიძულებს იმოქმედოს და დაწყებულ „ომში“ ჩაებას. ,ტიფლისის” მე-5 სერიაში, ავტორები სხვა სერიებიდან განსხვავებით ცდილობენ, თხრობაში შეიტანონ ის პრობლემები, რომელიც დღესაც აქტუალურია, იმსჯელონ, განიხილონ, დააფიქსორონ გარკვეული პოზიცია. სამყაროში, სადაც კანონი არ არსებობს, ქაოსია – ამბობს ქალაქის თავი და სწორდ, ამ ქაოსის წინააღმდეგ იწყებს მოძრაობას საზოგადოებაც და პოლიციაც. ორბელიანების, ყაჩაღებისა და პოლიციის გაერთიანება საშიშროებას უქმნის ამილახვართა კლანს, რომელიც მარტო რჩება. მათ ხელიდან ეცლებათ ძველი მეკავშირეები. სერიალში, ამ მცირე პასაჟის გარდა, ამილახვართა ისტორიის შესახებ თითქმის არაა მოთხრობილი, თუმცა რჩება ინტრიგა, მოვლენების გააქტიურებისა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პერსპექტივა. მ სერიაში ავტორები თბილისის ისტორიებით არ შემოიფარგლებიან არამედ მოქმედება აჭარაშიც ვითარდება, რაც მათ საშუალებას აძლევს თემის გასაშლელად და იმ ეპოქის უფრო გამოსაკვეთად, რაც დღესაც არ კარგავს პოლიტიკურ აქტუალურობას. ოსმალეთისა და რუსეთის ძალაუფლების ქვეშ მოქცეულ საქართველოში ქართველებისთვის აღარ დარჩა ადგილი. ერთ-ერთ ეპიზოდში, ფაშასა და რუსი გენერლის შეხვედრის სცენაში აჭარელი კითხულობს: „თქვენ კი ეს ქვეყანა ორად გაყავით, მაგრამ მე რაღა მრჩებაო?“ საშიშროება მტერთან შეკვრით, მის წინაშე თავის დახრითა და მისი მოთხროვნების განუხრელად შესრულებიდან იწყება. სწორედ პასიური მოლოდინი ანგრევს ქვეყანასა და ადამიანებს, რომლებიც უძრაობის პერიოდში კონფორმისტები ხდებიან. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ორბელიანების კლანიც ნელ-ნელა, ეტაპობრივად გეგმავს შეცვალოს სიტუაცია. ამ სერიაში მკვეთრად გამოიკვეთა ორბელიანის მოქმედების არეალი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებას გულისხმობს, არამედ საზოგადოების მორალურ გამოფხიზლებას. ამ მიზნით შექმნილი არალეგალური სტამბა, საზოგადოების ერთგვარი მორალური, სულიერი გაჯანსაღებისკენაა მიმართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]