ხანძარი (ტიფლისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხანძარი
ტიფლისი -ს ეპიზოდი
Tiflisi seria 6.jpg
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 6
სცენარი ივა ფეზუაშვილი
რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი
მუსიკა ნიაზ დიასამიძე
ეთერი ნოემბერი 27, 2014 (2014-11-27)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„პორტო ფრანკო“ „გასროლა“
ტიფლისი (ეპიზოდების სია)

ხანძარი — სერიალის ტიფლისი მეექვსე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 27 დეკემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებული რთული კრიმინოგენული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, მოქალაქეების პროტესტი პოლიციას აიძულებს აქტიურად ჩაერთოს უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალაქი ორად იხლიჩება. დაპირისპირება ორ კლანს შორის აშკარა ხდება. ირველი სეზონის დამამთავრებელ მე-6 სერიაში ავტორები ცდილობენ, ძირითადად გამოკვეთონ ის მიმართულებები, რომელიც შემდეგ სეზონში ჰპოვებს განვითარებას. იკვეთება ორ კლანს შორის მკვეთრი შეჯახების პერსპექტივა, რომელიც მაყურებელს დიდ თავგადასავლებს ჰპირდება, ასევე საქართველოში აჯანყების დაწყების პერსპექტივაც. ორი ძირითადი ოჯახის დაპირიპირების პროცესში თავს იჩენს ახალი გვარი _ ჭავჭავაძე, რომელიც ავტორებს წარსულის, ბატონყმობის პერიოდის დანაშაულებრივი სამყაროს საქმიანობის შესახებ მოუთხრობს. პირველ სერიებში დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი ელემენტების სიჭარბე მე-6 სერიაში იკლებს და აშკარად იკვეთება კრიმინალური დრამისთვის დამახასიათებელი ნიშნები. პერსონაჟების ძირითად ბირთვს ამ სერიაში ახალი გმირები ემატება. არჩილ ორბელიანის საფრანგეთიდან ჩამოსული ცოლ-შვილი, მათი მომავალი სიძე. საფრანგეთიდან ჩამოსული გმირები თითქოსდა უცხო თვალით გარედან უყურებენ, აფასებენ მოვლენებს, ხაზს უსვავენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროგრესისადმი მიდრეკილებას და იმ პერიოდის საქართველოს ურთიერთობებს დასავლეთთან. თავისთავად პერსონაჟების სიმრავლე უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის სერიალს. ძირითადი თხრობა აგებულია ვერბალურ ნაწილზე, გმირთა განსხვავებული პოზიციების გაცვლა-გამოცვლაზე, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ასპექტით დავინახოთ იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და ახალი თვალით შევხედოთ დღეს არსებულ მსგავს პრობლემებსაც. ორბელიანები, ქვეყნის პატრიოტი, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის სიმბოლოდ აღიქმება. ლევან ამილახვარი ქალაქიდან გარბის, ვინაიდან მისთვის მოულოდნელია ყოფილი თანამზრახველების ღალატი, ცხოვრების უეცარი შემობრუნება. მარტო დარჩენილი მისი მოკავშირეები ცდილობენ ყველა საშუალებით გადაირჩინონ თავი, შეინარჩუნონ საკუთარი პოზიცია. ცხვირა საკუთარი ცოლის სიცოცხლით სპეკულირებს და აშანტაჟებს პოლიციას. ქალთა სოლიდარობა საროსკიპოს მცხოვრებლებს აიძულებს დაიცვან ცხვირას დატყვევებული მეუღლე და შეუერთდნენ არჩილ ორბელიანს. სიუჟეტის მეორე ძირითადი ხაზი საროსკიპოში ვითარდება, სადაც წლების მანძილზე ჭავჭავაძეების გადარჩენილი ქალიშვილი იმალება. ამილახვრებისა და ჭავჭავაძეების შუღლის შედეგად მარტო დარჩენილი ელენე, ორბელიანების დახმარებით, კვლავ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას და შეიძლება ითქვას, მძლავრი იარაღი ხდება საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]