პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/სექტემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რენო დე შატიიონი (ფრანგ. Renaud de Châtillon; გ. 4 ივლისი, 1187) — ანტიოქიის მეფის უმცროსი შვილი, რომელმაც შატიიონის ციხესიმაგრე მდიდარი ქვრივის ცოლად მოყვანის გზით ჩაიგდო ხელში. აქტიურად მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და საკმაო წარმატებასაც აღწევდა მანამ, სანამ არ გადაწყვიტა შეჭრილიყო ქრისტიანებით დასახლებულ კვიპროსზე. მან გაქურდა და ააოხრა კვიპროსი და მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის შემდეგ დატოვა იგი. აღსანიშნავია, რომ მან მოიხმო იქ მყოფი ყველა სასულიერო პირი და ცხვირები დააჭრა. ამგვარი მოქცევა რენოს ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. (...სრულად)