პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/აპრილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლათინთა იმპერია, რომანია (ფრანგ. Empire latin de Constantinople, ბერძ. Λατινική Αυτοκρατορία της Κωνσταντινούπολης; Ρωμανία, ლათ. Imperium Romaniae) — შუა საუკუნეების იმპერია, რომელიც ჩამოყალიბდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ 1204 წელს.

1204 წლის 13 აპრილს ჯვარსონებმა კონსტანტინოპოლი აიღეს. ამავე წლის მაისში ჯვაროსნებსა და ვენეციელებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გადაწყდა, რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე შეექმნათ ახალი ფეოდალური სახელმწიფო. ლათინთა იმპერიის პირველი იმპერატორი გახდა ფლანდრიისა და ჰენეგაუს გრაფი ბოდუენ IX ბოდუენ I-ის სახელით. (...სრულად)