პორტალი:უკრაინა/სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული სტატია
პოტიომკინის საფეხურები
პოტიომკინის საფეხურები

პოტიომკინის საფეხურები (უკრ.: Потьомкінські сходи, რუს.: Потемкинская лестница) უზარმაზარი კიბეა ოდესაში, უკრაინა. საფეხურები ქალაქის ყოფილი შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან და მის სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი თავდაპირველი სახელი იყო ბულვარის საფეხურები, უზარმაზარი კიბე ან რიშელიეს კიბე. ზედა საფეხური 12.5 მ-ია სიგანით, ხოლო ქვედა — 21.7 მ. კიბის სიმაღლე 27 მეტრია და 142 მეტრზე იშლება, თუმცა გაცილებით დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიბე იმდენად ზუსტად არის დაპროექტებული, რომ შეხედვისას ოპტიკურ ილუზიას ქმნის. კიბეს ზემოდან დამყურე ადამიანი მხოლოდ პლატფორმებს ამჩნევს, ხოლო საფეხურები უხილავია, მაგრამ ქვემოდან მოყურე ადამიანი მხოლოდ საფეხურებს ხედავს, პლატფორმები კი უხილავია. კიბეს სახელი გაუთქვა სერგეი ეიზენშტეინის 1925 წლის მუნჯმა ფილმმა "ჯავშნოსანი პოტიომკინი".