პორტალი:სამეცნიერო ფანტასტიკა/იცოდით, რომ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რობოტიკის სამი კანონი აიზეკ აზიმოვის კალამს მიეკუთვნება და ისინი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

  • პირველი კანონი: რობოტმა არ შეიძლება ავნოს ადამიანს თავის ქმედებითა თუ უმოქმედობით;
  • მეორე კანონი: რობოტი უნდა დაემორჩილოს ადამიანის მიერ მიცემულ ბრძანებებს თუ ისინი არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს;
  • მესამე კანონი: რობოტმა უნდა დაიცვას თავი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონს.