პორტალი:გერმანია/ სტატია 28

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"გუდბაი, ლენინ!" (ინგლ. Good bye, Lenin!) გერმანული ფილმი გდრ-ის გაუქმებაზე, რომელშიც აღწერილია თუ როგორ ცდილობენ და-ძმა ავადმყოფი დედისთვის გდრ-ის იმიტაციას მისი ოთახის ფარგმლებში. შედეგად ფილმის მთავარი გმირები, რომლებიც გდრის გაუქმებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, ქმნიან ვირტუალურ გდრ-ს რომელიც ასახავს მათ გაუმართლებელ მოლოდინებს არარსებული სახელმწიფოსგან.

სიუჟეტი[წყაროს რედაქტირება]

გდრის ტიპიური ოჯახის ბედნიერება ინგრევა, როდესაც მამა მიდის მივლინებაში და აღარ ბრუნდება. ის დასავლეთ გერმანიაში გაიქცა. დედას, კრისტინა კერნერს, უწევს შტაზის აგენტების კითხვებზე პასუხის გაცემა, რის შემდეგაც იგი რამდენიმე კვირას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებს, სადაც მოსიყვარულე შვილები აკითხავენ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კრისტინა პირად ცხოვრებაზე უარს ამბობს და საკუთარ თავს უძღვნის ბავშვების აღზრდას სოციალიზმის იდეალებზე.

1989 წლის ოქტომბერში ბერლინში იწყება ანტიკომუნისტური დემონსტრაციები, რომელშიც კრისტინას ვაჟი ალექსიც იღებს მონაწილეობას. კრისტინა შეესწრება, თუ როგორ სცემეს და დააპატიმრეს პოლიციელებმა ალექსი, შოკისგან გულის შეტევა დაემართება და კომაში ვარდება. ალექსი თავს დამნაშავედ გრძნობს. ბევრ დროს ატარებს საავადმყოფოში უგონო დედასთან, სადაც გაიცნობს ახალგაზრდა მედდას რუსეთიდან.

სრულად...