პორტალი:გერმანია/სტატია 18

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოიშვანშტაინი
ნოიშვანშტაინი

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ.: Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას "ზღაპრულ სასახლესაც"უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში. ე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყვნენ შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე "შვანშტაინი". ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

სრულად...