პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიმდინარე მოვლენები 21 ოქტომბერი, 2010 (2010-10-21) (ხუთშაბათი)
  • მექსიკის სანაპიროსთან, კალიფორნიის ყურეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თუმცა დაშავებულების, ან ზარალის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 6,9 მეათედს აღწევდა. ეპიცენტრი დაფიქსირდა მექსიკის ერთ-ერთი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ლა-პასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140-მდე კილომეტრში. ამავე რეგიონში შედარებით სუსტი მიწისძვრები მოხდა სამშაბათს და ოთხშაბათს. მათ ნგრევა არ მოჰყოლია. (რადიო თავისუფლება)
  • არეულობა იყო დღეს თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც მოვაჭრეთა განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ათობით მაღაზია დალუქა. სხვა მაღაზიების მფლობელთა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და მთავრობის საგადასახადო პოლიტიკისადმი უკმაყოფილების ნიშნად და ფიქსირებული გადასახადის დაწესების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დაიწყო. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოვაჭრეებს და ჟურნალისტებს. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ნაცემია ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომელი და დამტვრეულია ინტერნეტ-ტელევიზია ITV-ის ვიდეოკამერა. უთანხმოება მოხდა დაცვის თანამშრომლებსა და ეროვნული ფორუმის ლიდერებს შორისაც, ამ ორგანიზაციის წევრი ზაზა ჩაკვეტაძე კი, დაკავებულია. თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ლილოს ბაზრობაზე მაღაზიების დალუქვა უარყო. (რადიო თავისუფლება)