პორტალი:ახალი ამბები/2010 ოქტომბერი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 1 ოქტომბერი, 2010 (2010-10-01) (პარასკევი)
  • ავღანეთში კიდევ 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე. ანდრეს ფოგ რასმუსენმა დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. (რადიო თავისუფლება)
  • სამართალდამცავებმა მეუღლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 წლის გოგონა დააკავეს. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახლად დაქორწინებული წყვილი ბინაში მარტო იმყოფებოდა. აღიარებით ჩვენებაში არასრულწლოვანი გოგონა ამბობს, რომ მეუღლე მას ცუდად ექცეოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა. რის გამოც მან სახლიდან წასვლა გადაწყვიტა და კონფლიქტი სწორედ ამ დროს წარმოიშვა. 20 წლის კახაბერ ვალიშვილს ცივი იარაღით ნაკვეთი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, არასრულწლოვან გოგონას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. (პირველი არხი)