ტყის ხანძრის შედეგად ავსტრალიაში 9 თებერვლისთვის 173 ადამიანი იყო დაღუპული-იუწყება ტელეკომპანია სქაი-ნიუზი. სქაი-ნიუზი
ესპანეთის უმღლესმა სასამართლომ ხელისუფლების მოთხოვნა დააკამყოფილა და რეგიონული არჩევნებიდან ორი რადიკალური ბასკური პარტია „დემოკრატია 3 000 000“ და „ასკატასუნა“ მოხსნა. ტერორისტულ ორგანიზაცია ეტასთან და მის პოლიტიკურ ფრთა ბატასუნასთან კავშირის ბრალდებით, რომელთა მოღვაწეობა ესპანეთში 2003 წლიდან აკრძალულია. lenta.ru
მადრიდში საგამოფენო ცენტრ „იფემას“ ტერიტორიაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. პასუხისმგებლობა მომხდარზე ბასკურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ეტამ იკისრა-იუწყება ესპანეთის ეროვნული ტელერადიომაუწყებელი RTVE.
იემენის ხელისუფლებამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ალ-ყაიდასთან კავშირში ეჭვმიტანილი 170 ადამიანი გაათავისუფლა. YahooNews