პორტალი:ახალი ამბები/2009 თებერვალი 7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 7 თებერვალი, 2009 (2009-02-07) (შაბათი)
  • აშშ ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის განზრახვა დაადასტურა, რომ ამერიკა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას გააგრძელებს. lenta.ru
  • თალიბანის მოძრაობამ შარშან პაკისტანში დატყვევებული პოლონელი ინჟინრის მოკვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მძევლის გათავისუფლებაში გამტაცებლებმა დიდძალი თანხა და ექვსი მებრძოლის ციხიდან გამოშვება მოითხოვეს. lenta.ru
  • 1 იანვარს გატაცებული ეგვიპტური ხომალდის „ბლუ სთარის“ მფლობელმა სომალელ მეკობრეებთან შეთანხმებას მიაღწია ხომალდის და ეკიპაჟის გათავისუფლების საკითხზე. გამტაცებლები მზად არიან ნადავლი ერთ მილიონ დოლარად დათმონ. lenta.ru