პორტალი:ავსტრია/კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვენური კაფე (გერმ. Wiener Kaffeehaus) -- ტიპიური დაწესებულება ვენაში, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა მნიშვნელოვანი როლი ვენის კულტურასა და ტრადიციებში.

მსოფლიოს სხვა კაფეთა ტრადიციებისგან განსხვავებით, ვენური კაფესთვის სავსებით ნორმალურია კლიენტთა მიერ საათობით მარტოობით გაზეთის (კაფეს აუცილებელი ატრიბუტი) თვალიერება-შესწავლა. ყავასთან ერთად, მიმტანი აუცილებლად მოგიტანთ ჭიქა ცივ ონკანის წყალს და დროდადრო შეგივსებთ მას ხანგრძლივად ყოფნის განმავლობაში თქვენი თხოვნისდამიუხედავად.

ვენური კაფეს ავეჯი ერთგვაროვანი არაა -- ეს ან თბილი და კომფორტული პლიუშია ან ცივი და სტილიზებული მოდერნი. კლასიკური ავეჯის აუცილებელი ატრიბუტი მიქაელ თონეს სკამები და მარმარილოს მაგიდისთავებია. ამგვარ კაფეთა უმრავლესობა ასევე შემოგთავაზებთ მცირე ზომის კერძებს, სოსისების მსგავსს ან დესერტებს ნამცხვრებისა და ტორტების სახით.

მრავალ კლასიკურ კაფეში (მაგ. კაფე დიგლასი, კაფე ცენტრალი, კაფე პრიუკელი) საღამოობით ცოცხალი მუსიკაა პიანინოს შესრულებით და ასევე ხშირად ლიტერატურული საღამოებიც ეწყობა.