პომიდვრის ჟანგა ტკიპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პომიდვრის ჟანგა ტკიპა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  ობობასნაირნი
ქვეკლასი:  ტკიპები
რიგი:  Trombidiformes
ოჯახი:  Eriophyidae
გვარი:  Aculops
სახეობა:  პომიდვრის ჟანგა ტკიპა
ლათინური სახელი
Aculops lycopersici (A.M.Massee, 1937)
სინონიმი
  • Vasates lycopersici

პომიდვრის ჟანგა ტკიპა (ლათ. Aculops lycopersici) — მავნებელი ტკიპების ქვეკლასისა. ღია ყვითელი ან ჟანგისფერია, მოგრძო (145-210 მკმ), მრავალსეგმენტიანი. მატლი ზრდასრულ ტკიპას წააგავს. დედალი 50-მდე კვერცხს დებს. ზამთროს სათბურსა და მინდორში. კარგად მრავლდება მაღალი ტენიანობისა და დაბალი ტემპერატურის დროს. აზიანებს აგრეთვე ბადრიჯანს,კარტოფილს, წიწაკას და სხვა მცენარეს. დაზიანებული ღერო და ფოთოლი ხმება, ნაყოფი უხეშდება, მურა ფერს იღებს, სკდება და აღარ იზრდება. ტკიპის სამშობლოა ავსტრალია. საქართველოში გავრცელებულია 1954 წლიდან.

ბრძოლის ღონისძიებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკვეთის გაწმენდა ნარჩენებისაგან და დაწვა; დაზიანებული მცენარის დაწვა; შესასხურებლად და შესაფრქვევად იყენებენ 0,2%-იან კელტანს ან კარბოფოსს, ნაყოფის სიმწიფის პერიოდში — გოგირდ-კირის ნახარშს ან დაფქვილ გოგირდს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]