შინაარსზე გადასვლა

პოლ ჯორჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლ ჯორჯი

ჯორჯი 2014 წელს ინდიანა პეისერსში
№ 24 (2010-2014) №13 (2015-დღემდე) [ოკლაჰომა სიტი თანდერი]
მცირე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 2 მაისი, 1990 (1990-05-02) (36 წლის)
პალმდელი, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
სიმაღლე 2.06 სმ
წონა 100 კგ
კარიერა
კოლეჯი Fresno State (2008–2010)
NBA-ის დრაფტი 2010 / რაუნდი: Drafted / არჩევა: Round: 1 / Pick: 10th
არჩეული ინდიანა პეისერსი
პროფესიონალური კარიერა 2011-–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2011-2017 ინდიანა პეისერსი
2017-2019 ოკლაჰომა სიტი თანდერი

[http://www.nba.com/playerfile/

პოლ ჯორჯი (ინგლ. Paul George; დ. 2 მაისი, 1990) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. თამაშობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში. არის NBA All-Star-ის ოთხგზის მონაწილე, სამჯერ დაასახელეს All-NBA Third Team-ის შემადგენლობაში და ასევე სამჯერ NBA All-Defensive Team-ის შემადგენლობაში.

პოლ ჯორჯმა კალათბურთის თამაში დაიწყო ნაიტის საშუალო სკოლაში. შემდეგ თამაში გააგრძელა კოლეჯის გუნდში და იცავდა Fresno State-ის ღირსებას. ორი წლის შემდეგ გავიდა 2010 NBA draft-ზე. ის აირჩია „ინდიანა პეისერსმა“ მე-10-ე ნომრად. პოლ ჯორჯი პირველივე სეზონში მოხვდა NBA All-Rookie Second Team-ის შემადგენლობაში. 2013 წელს დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო განვითარებულ მოთამაშედ (NBA Most Improved Player Award) და ზუსტად ამ წელსვე ითამაშა პირველად NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. ჯორჯმა მძიმე ტრავმა მიიღო 2014 წელს აშშს საკალათბურთო ნაკრების შესარჩევ საჩვენებელ მატჩზე. ის ფარის კონსტრუქციას დაეჯახა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ამის გამო მან გამოტოვა 2014-15 NBA-ის სეზონი და გუნდს მხოლოდ ბოლო 6-ს შეხვედრაში დაეხმარა. 2016 წელს კი ის სრულფასოვნად დაბრუნდა და მონაწილეობაც მიიღო NBA All-Star -ზე. ტრავმის შემდეგ ის ასევე დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებსაც და გუნდთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პოლ ჯორჯი დაიბადა 1990 წლის 2 მაისს კალიფორნიის ქალაქ პალმდელში, პოლ ჯორჯ უფროსისა და პაულეტა ჯორჯის ოჯახში. ის იზრდებოდა თავის უფროს დებთან ერთად ტეიოშასთან, რომელიც კალათბურთელია და პორტალა, რომელიც ფრენბურთელია. პოლი თაყვანს სცემდა და აღმერთებდა „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტს. ის ითვისებდა კობის სამუშაო ეთიკას იმისთვის, რომ გამხდარიყო მისნაირად წარმატებული კალათბურთელი.

კოლეჯის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიგუნდით.რს.ს.დს.მს.გს.წს.დს.ქ
2008-09Fresno State3434.6 6.21.91.71.014.3
2009-10Fresno State2933.27.23.02.20.816.8

პროფესიონალური კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიგუნდით.რსასტ.ს.ს.დს.მს.პს.წს.დს.ქ
2010-11ინდიანა611920.73.71.11.00.47.8
2011-12ინდიანა666629.75.62.41.60.612.1
2012-13ინდიანა797937.67.64.11.80.617.4
2013-14ინდიანა808036.26.83.51.90.321.7
2014-15ინდიანა6015.23.71.00.80.28.8
2015-16ინდიანა818134.87.04.11.90.423.1
2016-17ინდიანა757535.96.63.31.60.423.7
კარიერა44840032.86.33.21.60.418.1
All-Star4225.54.53.31.3022.0

პლეიოფის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიგუნდით.რსასტ.ს.ს.დს.მს.პს.წს.ბს.ქ
2011ინდიანა5526.65.01.01.42.06.0
2012ინდიანა111133.76.62.41.60.49.7
2013ინდიანა191941.07.45.11.30.519.2
2014ინდიანა191941.17.63.82.20.422.6
2016ინდიანა7739.37.64.32.00.727.3
2017ინდიანა4442.98.87.31.80.528.0
კარიერა656538.67.34.01.70.619.0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]