პოლიკარპე სმირნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლიკარპე სმირნელი
Πολύκαρπος Σμύρνος
Polycarp.jpg
დაიბადა 69
იზმირი
გარდაიცვალა 23 თებერვალი 155
იზმირი
მოღვაწეობა თეოლოგი, მღვდელი და წმინდანი
ენა ძველი ბერძნული ენა

პოლიკარპე სმირნელი (ბერძნ. Πολύκαρπος Σμύρνος, Polýkarpos, ლათ. Polycarpus; დ. 69, იზმირი — გ. 23 თებერვალი, 155, იქვე) — მეორე საუკუნის ქრისტიანი მოწამე, სმირნის ეპისკოპოსი. ირინეოს ლიონელისა და ტერტულიანეს გადმოცემების მიხედვით, პოლიკარპე მოციქულ იოანეს მოწაფე იყო.

კლიმენტი რომაელთან და ეგნატე ანტიოქიელთან ერთად პოლიკარპე მიჩნეულია მოციქულებრივ მამად. ევსები კესარიელის ცნობით, რამდენადაც ეგნატი ანტიოქიელს უშუალოდ ჰქონდა შეხება პოლიკარპესთან და იცნობდა, როგორც „მოციქულებრივ მამასა“ და ჭეშმარიტ მწყემსს, ამიტომაც ჩააბარა მას ანტიოქიის საეპისკოპოსო.

ჩვენამდე მოღწეულია პოლიკარპეს ერთადერთი წერილი: „ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე“, გადაწერილი ირინეოს ლიონელის მიერ, რომელშიც გარკვეული შეუსაბამობები შეინიშნება[1].

პოლიკარპე სმირნელის წამება აღწერილია ქრისტიანთა დევნის პირველ პერიოდში, წამებიდან ერთი წლის განმავლობაში, მარკიონის მიერ.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიკარპეს შემოქმედებიდან მხოლოდ „ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეა“ შემორჩენილი. ვარაუდობენ, რომ პოლიკარპე უნდა ყოფილიყო არაერთი მსგავსი წერილის ავტორი[2]. ეპისტოლე დაწერილია 110 – 140[3] წლებს შორის, ბერძნულ ენაზე, თუმცა სრულად ლათინური თარგმანით მოაღწია ჩვენამდე[4]. ასევე, ამ ტექსტის გარკვეულ ციტირებებს ვხვდებით სირიულ ენაზე[5]. ტექსტის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ირინეოს ლიონელი[6].

ეგნატი ანტიოქიელის გარდაცვალების შემდეგ ფილიპელებმა სთხოვეს პოლიკარპეს, წაეკითხა მისი ნაწერები. როდესაც მან ეს სურვილი აასრულა, დაურთო საკუთარი წერილი ეგნატის ნაწერებს და ამ ფორმით უკან გაუგზავნა მათ. პოლიკარპეს ფილიპელებთან გაგზავნილი წერილი ძირითადად შეეხება ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების ზოგად წესს, მის მორალურ მხარეს, ვალდებულებებსა და სათნოებებს. ამასთან, ავტორი საუბრობს დოგმატურ საკითხებზეც, როგორებიცაა: ქრისტეს ხორციელი შობა, ჯვარცმა და აღდგომა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიკარპე სმირნელის წამების ეპიზოდი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯუღელი ვ., სამოციქულო მამები, თბილისი, 2014.
  2.  Kirsopp Lake The Apostolic Fathers Volume 1. (London: Heinemann, 1912), pp. 280-281.
  3.  Early Christian Writings on Polycarp. Raymond Brown (Introduction to the New Testament, 1997) p. 665 estimates 120-30.
  4. n the Greek and Latin manuscript witnesses to the Letter of Polycarp to the Philippians, see Sailors, Timothy B. "Bryn Mawr Classical Review: Review of The Apostolic Fathers: Greek Texts and English Translations". Retrieved 13 January 2017.
  5.  Timothy B. Sailors, "Quotations of Polycarp’s Letter to the Philippians Preserved in Syriac," The Harp: A Review of Syriac, Oriental and Ecumenical Studies 27 (2012) pp. 335-342
  6.  James Stevenson, A new Eusebius (London: SPCK, 1965), p. 120