პოეზიის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„პოეზიის დღე“პოეზიის დღისადმი მიძღვნილი ერთდროული ქართული ლიტერატურული გაზეთი. გამოსცემდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბჭო თბილისში 1920–1925 წლებში 7 მაისს; 1927 და 1928 წლებში — 5 მაისს. საქართველოს მწერალთა კავშირისაგან გამოყოფილი „ახალი მწერლობის კავშირის“ საბჭო თბილისშივე 1922 და 1923 წლების 6 მაისს; აჭარის სახალხო განათლების კომისარიატის ხელეოვნების განყოფილების სალიტერატურო სექცია — ბათუმში 1921 და 1922 წლების 7 მაისს; მხატვრული მწერლობის ქუთაისის კავშირი ქუთაისში 1922 წლის 7 მაისს. რედაქტორი — სარედაქციო კოლეგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]