პლანერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლანერი (ფრანგ. planeurცორვა) — ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელსაც არ აქვს ძრავა; მოძრაობს საკუთარი წონის გავლენით. წყნარ ატმოსფეროში ფრენისას პლანერი ჰორიზონტის მიმართ განსაზღვრული (ცორვის) კუთხით ქვევით იწევს. ატმოსფეროში ჰაერის აღმავალი ნაკადების არსებობისას შესაძლებელია პლანერის ფრენა სიმაღლის დაუკარგავად ან ფრენის სიმაღლის გაზრდით.

პირველი პლანერი ააგო და გამოცადა ფრანგმა მეზღვაურმა ლე ბრიმ 1868 წელს.

პლანერს სხვადასხვა ხერხით უშვებენ. ძველად ამ მიზნისათვის რეზინის დაჭიმულ ზონარს იყენებდნენ. შემდგომ გავრცელდა ავტოსტარტით ან საბუქსირო თვითმფრინავებით გაშვება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]