შინაარსზე გადასვლა

პიუს სამეფოს ძველი ქალაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიუს სამეფოს ძველი ქალაქები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1444
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1444
ინგლ.რუს.ფრ.

პიუს სამეფოს ძველი ქალაქებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მიანმარიში. იგი მოიცავს პიუს სამეფოს სამ ქალაქ სახელმწიფოს: ჰალინს, ბეიკთანოსა და შრი-კსეტრას.

პიუს სამეფოს ქალაქ-სახელმწიფოები 2014 წლის 22 ივნისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. იგი ამ ქვეყნიდან პირველი ძეგლია, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა[1].

ჰალინი მდებარეობს მდინარე მუს ხეობაში. იგი პიუს სამეფოს აღმოჩენილ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის ჯერჯერობით ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ქალაქში აღმოჩენილი არტეფაქტებიდან ყველაზე უძველესია ხის ჭიშკარი, რომელიც ახ. წ. 70 წლით თარიღდება[2].

ბეიკთანო მდებარეობს მინბუს რეგიონში, თანამედროვე ქალაქ ტაუნდუინჯის მახლობლად. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, ჭურჭელი, ადამიანთა ჩონჩხები თარიღდება ძვ. წ. 200 - ახ. წ. 100 წლების პერიოდით. სავარაუდოდ, ქალაქი არის მიანმარის პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი. ბეიკთანო იყო დიდი გამაგრებული დსახლება, რომელიც 300 ჰა-ზე იყო გადაჭიმული. მისი კედლები 6 მეტრი სისქისა იყო და თარიღდება ძვ. წ. 180 ახ წ. 610 წლებით[3][4]

შრი-კსეტრა ან იგივე თაიე-ქიტაია („გამარჯვების ველი“[5]) მდებარეობს თანამედროვე ქალაქ პიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში თანამედროვე სოფელ ჰმაუზას ადგილას. ქალაქი დაარსდა V-VII საუკუნეებში, სავარაუდოდ ჰალინის შემდეგ (VII-VIII საუკუნეებში) გახდა პიუს სამეფოს მთავარი ქალაქი და ეს სტატუსი შეინარჩუნა IX საუკუნემდე. მისი დედაქალაქობის პერიოდში ქვეყანას განაგებდა ორი დინასტია. პირველი დინასტია იყო ვიკრამას დინასტია, ხოლო მეორე დააარსა მეფე დუტაბაუნგმა 739 წელს[2].

  1. Myanmar’s first site inscribed to World Heritage List
  2. 2.0 2.1 Aung-Thwin, Michael (2005). The mists of Rāmañña: The Legend that was Lower Burma, illustrated, Honolulu: University of Hawai'i Press. ISBN 9780824828868. 
  3. Aung-Thwin, Michael (1996). „Kingdom of Bagan“, რედ. Gillian Cribbs: Myanmar Land of the Spirits. Guernsey: Co & Bear Productions. ISBN 0-9527665-0-7. 
  4. Aung-Thwin, Michael (2005). The mists of Rāmañña: The Legend that was Lower Burma, illustrated, Honolulu: University of Hawai'i Press. ISBN 9780824828868. .
  5. Htin Aung, Maung (1967). A History of Burma. New York and London: Cambridge University Press.