პიტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიტისებრნი
Pitta brachyura
Pitta brachyura
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  პიტისებრნი
ლათინური სახელი
Pittidae

პიტისებრნი (ლათ. Pittidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. შეიცავს 1 გვარს (Pitta) და 25 სახეობას. გავრცელებულია აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებში. ტანად პატარა ფრინველებია. აქვთ მოკლე ბოლო და გრძელი ფეხები; შეფერადებაში ჭარბობს ღია ფერები. ფრენენ ცოტას და ცუდად, უფრო მიწაზე დახტიან. ბუდეს იკეთებენ მიწაზე ან ბუჩქებზე. მონოგამებია. დებენ 2-7 კვერცხს. გამრავლების პერიოდის გარდა გვხვდება ერთეულებად ან პატარ-პატარა გუნდებად. იკვებებიან ჭიებით, მწერებითა და მათი მატლებით, მოლუსკებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]