პირველი სისხლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პირველი სისხლი“
რეჟისორი ტედ კოტჩეფი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება პირველი სისხლი
დეივიდ მორელი
როლებში
მუსიკა ჯერი გოლდსმითი
ოპერატორი ენდრიუ ლასლო
მონტაჟი ჯოან ე. ჩეპმენი
სტუდია
  • Anabasis N.V.
  • Elcajo Productions
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • 22 ოქტომბერი, 1982 (1982-10-22)
ხანგრძლივობა 93 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 125.2 მილიონი აშშ დოლარი[2]

პირველი სისხლი (ინგლ. First Blood, აგრეთვე ცნობილი როგორც რემბო: პირველი სისხლი) — 1982 წლის ამერიკული მოქმედებითი ჟანრის სათავგადასავლო მხატვრული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ტედ კოტჩეფის მიერ. ფილმის სცენარის თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელია სილვესტერ სტალონე. იგი განასახიერებს ჯონ რემბოს, განაწყენებულ და არასწორად გაგებულ ვიეტნამის ომის ვეტერანზე. ფილმი ეფუძნება დეივიდ მორელის ამავე სახელწოდების რომანს და არის „რემბოს“ ფილმებიდან პირველი. სტალონეს გარდა, როლებს ასრულებენ ბრაიან დენეჰი და რიჩარდ კრენა.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1982 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ში. მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებისა, კინოგაქირავებაში ფილმი წარმატებული იყო და შემოსავალმა 47.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. გამოსვლის შემდეგ მრავალმა კრიტიკოსმა მასზე წარმოდგენა შეცვალა. ნაწილმა დადებითად შეაფასა მთავარი პერსონაჟები და აღიარა ფილმი, როგორც გავლენიანი მოქმედებით ჟანრში. „რემბოს“ საკულტო სტატუსის გარდა, ჩამოყალიბდა მთელი ფრენჩაიზი, რომელშიც შედის სამი გაგრძელება, ანიმაციური სერიალი „რემბო: თავისუფლების ძალა“, კომიქსები, რომანები და ბოლივუდური საკუთარი ვერსიაც. მეხუთე ფილმის „რემბო: უკანასკნელი ბრძოლა“ წარმოება დაწყებული იყო, მაგრამ 2016 წლის იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც სტალონემ განაცხადა, რომ პერსონაჟი აღარ აინტერესებდა.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. FIRST BLOOD (15). British Board of Film Classification (November 10, 1982). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 9, 2015. ციტირების თარიღი: August 31, 2015.
  2. 2.0 2.1 First Blood (1982) - Box Office Mojo. boxofficemojo.com.
  3. Setoodeh, Ramin. Sylvester Stallone Is Retiring From Playing Rambo. Variety.