შინაარსზე გადასვლა

პირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალთაში.

პირველი ბალთის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ბაზილიკაა. ეკლესიას სამი კარი აქვს - ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ორ-ორი სარკმელი გაჭრილია ჩრდილოეთით და სამხრეთით, დასავლეთით - ერთი, აღმოსავლეთით კი - ოთხი. ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 2002 წელს და იგი ამჟამად მოქმედია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5187