პიპრისებრნი
იერსახე
| პიპრისებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Pipridae | ||||||||||||
| ||||||||||||
პიპრისებრნი, მანაკინისებრნი (ლათ. Pipridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. ოჯახში 21 გვარის 61 სახეობაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. მათი სხეულის სიგრძე 8-16 სმ, მასა 7-40 გ აღწევს. ბინადრობენ ხშირ ბუჩქნარებში. ბუდეს აკეთებენ ხეებზე. გამრავლების პერიოდში მამლები ტიხტიხებენ. დედალი დებს 2 კვერცხს. იკვებებიან მწერებით, მცენარეული საკვებით (კენკრა, პატარ-პატარა ნაყოფები).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 68.