პიოტრ კრასნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Pyotr Nikolayevich Krasnov.jpg

პიოტრ კრასნოვი (რუს. Пётр Николаевич Краснов დ. 1869 — გ. 1947) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, დონის კაზაკთა ჯარების ატამანი, გიორგის კვრის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წლიდან იყო პოლკოვნიკი, ციმბირის კაზაკთა 1-ლი პოლკის მეთაური. 1913 წლის ოქტომბრიდან იყო დონის კაზაკთა მე-10 პოლკის მეთაური. 1914 წლის ნოემბრიდან გენერალ-მაიორი, დონის კაზაკთა 1-ლი დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაური. 1915 წლის ივლისიდან დონის კაზაკთა მე-3 დივიზიის მეთაური. 1916 წლის მაისში სახმრეთ-დასავლეთის ფრონტზე, ლუცკის მიმართულებაზე აქტიურად მონაწილეობდა ბრუსილოვის გარღვევაში. ტებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ივნისიდან იყი ყუბანის კაზაკთა 1-ლი დივიზიის მეთაური, იმავე წლის სექტემბრიდან კი გენერალ-ლეიტენანტი და მე-3 საკავალერიო კორპუსის სარდალი. 1918 წლის მარტიდან დონზე ხელმძღვანელობდა კაზაკთა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. 1918 წლის 16 მაისს არჩეულ იქნა დონის კაზაკთა ჯარების ატამანად. 1918 წლის აგვისტოდან იყო კავალერიის გენერალი და კაზაკთა ჯარების მთავარი ატამანი. 1919 წლის 15 თებერვლიდან, დენიკინის ზეწოლის შედეგად შეუერთდა ნიკოლაი იუდენიჩის ჩრდილო-დასავლეთის არმიას. 1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: