შინაარსზე გადასვლა

პეტრე კრასნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე კრასნოვი
დაბადების თარიღი 10 (22) სექტემბერი, 1869[1] [2]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[3]
გარდაცვალების თარიღი 16 იანვარი, 1947(1947-01-16)[4] [2] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი[3]
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება General of the Cavalry და გენერალ-მაიორი
მეთაურობდა Don Republic, 1st Siberian Cossack Regiment, 10th Don Cossack Regiment, 2nd Combined Cossack Division და 3rd Cavalry Corps
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის სამოქალაქო ომი, დიდი სამამულო ომი, მეორე მსოფლიო ომი, რუსეთ-იაპონიის ომი და Kerensky–Krasnov uprising
ჯილდოები იხ. ჯილდოები

პეტრე ნიკოლოზის ძე კრასნოვი (რუს. Пётр Николаевич Краснов; დ. 10 (22) სექტემბერი, 1869, პეტერბურგი — გ. 17 იანვარი, 1947, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის კონტრევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი (1917), დონის კაზაკთა ჯარების ატამანი, მწერალი და პუბლიცისტი. ნომინირებული იყო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე (1926).

1910 წლიდან იყო პოლკოვნიკი, ციმბირის კაზაკთა 1-ლი პოლკის მეთაური. 1913 წლის ოქტომბრიდან იყო დონის კაზაკთა მე-10 პოლკის მეთაური. 1914 წლის ნოემბრიდან გენერალ-მაიორი, დონის კაზაკთა 1-ლი დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაური.

1915 წლის ივლისიდან დონის კაზაკთა მე-3 დივიზიის მეთაური. 1916 წლის მაისში სახმრეთ-დასავლეთის ფრონტზე, ლუცკის მიმართულებაზე აქტიურად მონაწილეობდა ბრუსილოვის გარღვევაში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ივნისიდან იყი ყუბანის კაზაკთა 1-ლი დივიზიის მეთაური, იმავე წლის სექტემბრიდან კი გენერალ-ლეიტენანტი და მე-3 საკავალერიო კორპუსის სარდალი.

1918 წლის მარტიდან დონზე ხელმძღვანელობდა კაზაკთა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. 1918 წლის 16 მაისს არჩეულ იქნა დონის კაზაკთა ჯარების ატამანად. 1918 წლის აგვისტოდან იყო კავალერიის გენერალი და კაზაკთა ჯარების მთავარი ატამანი. 1919 წლის 15 თებერვლიდან, დენიკინის ზეწოლის შედეგად შეუერთდა ნიკოლაი იუდენიჩის ჩრდილო-დასავლეთის არმიას.

1920 წლიდან წავიდა ემიგრაციაში გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტურ გერმანიასთან. ტყვედ ჩაიგდეს საბჭოთა ჯარებმა და სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის განაჩენით ჩამოახრჩვეს.

ლიტერატურული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო ჟურნალისტიკის ჟანრში დაწერილი ესეებისა და სტატიების გარდა, კრასნოვი ასევე მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. ბევრ მათგანში აშკარად იგრძნობა მისი, როგორც ორიენტალისტის გამოცდილება, ხოლო სიუჟეტური თემები აღმოსავლეთს უკავშირდება. მისმა მემუარებმა და ავტობიოგრაფიულმა მასალებმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია.

  • წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
  • ოქროს ხმალი მამაცობისათვის და წმინდა ვლადიმერის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Литераторы Санкт-Петербурга. XX век / под ред. О. В. Богданова
  3. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #123577284 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 303–307. — ISBN 5-94848-262-6